Accessibility links

logo-print

უკრაინაში ათობით ადამიანი შეიწირა „ღორის გრიპმა“


უკრაინაში 50-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ე.წ. ღორის გრიპმა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მოსახლეობას მოუწოდა, ნუ მიეცემა პანიკას, რადგან არ არის გადალახული ეპიდემიის ზღვარი და ყოველი წლის იანვარი ითვლება გრიპის სეზონის პიკად. მაგრამ მისივე თქმით, გრიპს ყველა სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რადგან სავსებით შესაძლებელი იყო ბევრი ადამიანის გარდაცვალების თავიდან აცილება ექიმისთვის დროულად მიმართვის შემთხვევაში. კვიტაშვილმა ამ საკითხზე ისაუბრა 13 იანვარს უკრაინის მთავრობის სხდომაზე. „ღორის გრიპის“ გამომწვევი H1N1 ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აღრიცხულია კიევში, ხარკოვში, ვინიცასა და ოდესაში.

XS
SM
MD
LG