Accessibility links

logo-print

სირიის ალყაშემორტმულ ქალაქებში ისევ ჩავა ჰუმანიტარული დახმარება


სირიის ალყაშემორტმულ ქალაქ მადაიასკენ მიეშურება ამ კვირაში უკვე მეორე ავტოკოლონა, რომელიც მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას ჩაუტანს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, საკვებით და მედიკამენტებით დატვირთული 44 ტრაილერი დღეს გაემგზავრა დამასკვიდან. ვარაუდობენ, რომ 40 ათასამდე ადამიანი იმყოფება მადაიაში - დამასკის ჩრდილოდასავლეთით მდებარე ქალაქში, რომელიც ნახევარი წელია ალყაში ჰყავთ მოქცეული სირიის პრეზიდენტის ერთგულ ჯარებს. ცნობების თანახმად, დეკემბრიდან მოყოლებული მადაიაში შიმშილით მოკვდა ოცზე მეტი ადამიანი. უფრო მომცრო ავტოკლონა მიეშურება დამასკიდან ფოას და კეფრაიას მიმართულებით. ცნობების თანახმად,ვითარება მძიმეა ამ ორ ქალაქშიც, რომელიც მეამბოხეების ალყაშია მოქცეული.

XS
SM
MD
LG