ქალები და სპორტი
გენდერული თანასწორობის პერსპექტივებზე ქართულ სპორტში, სირთულეებზე, რომელთაც გოგონები და ქალები აწყდებიან სპორტულ კარიერაში და, რა თქმა უნდა, რიო-დე-ჟანეიროს 2016 წ. ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშებისთვის სპორტსმენი ქალების სამზადისზე საუბრობენ რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში მიწვეული სტუმრები: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე; ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტი ლელა აფციაური და მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე. გადაცემას მზია ფარესიშვილი უძღვება.