Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მხარდაჭერას უცხადებს საუდის არაბეთს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, მხარდაჭერა გამოუცხადა მოკავშირე საუდის არაბეთს ირანთან დაპირისპირებაში, რომელიც მოჰყვა საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯას. კერი მხარეებს მოუწოდებს დაპირისპირების დიპლომატიის მეშვეობით მოგვარებისაკენ. ის 14 იანვარს ლონდონში შეხვდა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ადელ ალ-ჯუბეირს. ჯონ კერის თქმით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები არ უნდა ჩაერიონ სხვების საქმეებში - ამ განცხადებით მან მიანიშნა საუდის არაბეთის ბრალდებაზე, რომ ირანი აღვივებს შიიტების პროტესტს სპარსეთის ყურის სუნიტურ მონარქიებში. ლონდონში აშშ-ისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფონია ირანის ძალისხმევა, სრულად დააკმაყოფილოს მის ბირთვულ პროგრამაზე შარშან ზაფხულში მიღწეული შეთანხმების მოთხოვნები. როგორც კი ირანი ამას შეძლებს (სავარაუდოდ, ამ დღეებში), გაუქმდება მისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი, რაც მისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოასწავებს. საუდის არაბეთში შეშფოთებას იწვევს ირანის გამდიდრების და გაძლიერების პერსპექტივა.

XS
SM
MD
LG