Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში ათობით ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით


აზერბაიჯანში ათობით ადამიანი, მათ შორის ოპოზიციონერი აქტივისტები დააკავეს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ეკონომიკური პრობლემების, პირველ რიგში, ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ფასების მატების გამო. 13 იანვარს საპროტესტო აქციები გაიმართა ხუთ რეგიონში, მათ შორის ფიზულიში, სიაზანსა და ლენქორანში. ყველაზე მეტი ადამიანი დააკავეს სიაზანის ოლქში, სადაც მთავრობამ ჯარისკაცები გაგზავნა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი განცხადებით, დაკავებულია 55 ადამიანი „მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ მიზნით. უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ სიაზანში და რამდენიმე სხვა ქალაქში. ცნობილი არ არის მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით დაკავებულთა რაოდენობა.

XS
SM
MD
LG