Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში „ტერორის პროპაგანდის“ ბრალდებით დააკავეს 12 მეცნიერი


თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, პოლიციამ დააკავა 12 მეცნიერი პეტიციის გამო, რომელშიც დაგმობილია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია. ანადოლუს ცნობით, 15 იანვარს დაკავებული მეცნიერები სტამბოლის მახლობლად მდებარე კოჩელის უნივერსიტეტის ლექტორები არიან. თურქეთსა და უცხოეთში მოღვაწე სულ 1200-ზე მეტმა მეცნიერმა მოაწერა ხელი დეკლარაციას „არ გვსურს ვიყოთ მხარე ამ დანაშაულში“. პეტიციით ანკარას მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს რეგიონში "ქურთებისა და სხვა ხალხების ხოცვასა და დეპორტაციას". პროკურორებმა დაიწყეს გამოძიება ხელის მომწერების მიერ „სახელმწიფოს შეურაცხყოფასა“ და "ტერორის პროპაგანდაში" ეჭვმიტანით. სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ხშირია ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრ სეპარატისტებსა და თურქ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები მას შემდეგ, რაც შარშან ივლისში ბოლო მოეღო მხარეებს შორის ზავს.

XS
SM
MD
LG