Accessibility links

logo-print

ინდონეზიაში ეძებენ ტერორისტულ უჯრედებს ჯაკარტაში თავდასხმის შემდეგ


ინდონეზიის პოლიციის განცხადებით, ეძებენ ტერორისტულ უჯრედებს, რომლებიც, სავარაუდოდ, დგას დედაქალაქ ჯაკარტაში მოწყობილი თავდასხმის უკან. 14 იანვარს თავდასხმამ, რომელიც აფეთქებებით დაიწყო და სროლით გაგრძელდა, შეიწირა შვიდი ადამიანი, მათ შორის ხუთი თავდამსხმელი. ძალადობაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. ჯაკარტის პოლიციის უფროსის ტიტო კარნავიანის განცხადებით, თავდამსხმელები „გლობალური ქსელის ნაწილი“ იყვნენ.მანვე თავდასხმის სავარაუდო კოორდინატორად დაასახელა ინდონეზიელი ბაჰრუნ ნაიმი, რომელიც, სავარაუდოდ, იბრძვის სირიაში ისლამური სახელმწიფოს რიგებში. უშიშროების მინისტრი ლუჰუტ პენდჯეიტანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ 15 იანვრის დილას დააკავეს თავდასხმის მომზადებასთან კავშირში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი.

XS
SM
MD
LG