Accessibility links

სომხეთში „ღორის გრიპმა“ 11 ადამიანი შეიწირა


სომხეთში ბოლო ორ თვეში 11 ადამიანი შეიწირა ე.წ.-მა ღორის გრიპმა, რომელსაც H1N1 ვირუსი იწვევს. ჯანდაცვის მინისტრის, არმენ მურადიანის განცხადებით, გრიპის მსხვერპლთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა 14 იანვარს 61 წლის ქალის გარდაცვალებით. ამავე წყაროს ცნობით, ამჟამად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ „ღორის გრიპის“ ვირუსით ინფიცირებულ 92 პაციენტს, რომელთაგან 11-ის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევები არ აღწევს ეპიდემიის მასშტაბს.

XS
SM
MD
LG