Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში რესპუბლიკელები გმობენ თეთრი სახლის „სისუსტეს“ ირანის საკითხში


აშშ-ში რესპუბლიკელების ლიდერები თეთრ სახლს აკრიტიკებენ, მათი აზრით, სისუსტისათვის, რომელსაც ირანთან ურთიერთობაში იჩენს სულ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე სავარაუდოდ გაუქმდება ირანის საწინააღმდეგო ეკონომიკური სანქციების ნაწილი. 14 იანვარს რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველების დებატის და კონგრესმენების შეკრების დროს დაისვა შეკითხვა, რატომ არ ახსენა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანის მიერ 10 ამერიკელი მეზღვაურის დაკავების ფაქტი 12 იანვარს, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ მიმართვაში. და ეს მაშინ, რომ ირანის ტელევიზიით აჩვენეს დატყვევებული ამერიკელები. მათი ნახვა „გულისმომკვლელი“ იყოო, - თქვა სენატორმა თედ კრუსმა, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ ფავორიტად პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების მსურველებს შორის. ხოლო კონგრესმენი სტივ სკალაიზის აზრით, ასეთი რამ არასოდეს მოხდებოდა ამერიკის მტრებს ამ ქვეყნის ძალის რომ ეშინოდეთ.

XS
SM
MD
LG