Accessibility links

logo-print

წულუკიანი: ერაყელი სტუდენტებისთვის ბინადრობის უფლების შეჩერება საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერაყელი სტუდენტების ერთი ნაწილისთვის ბინადრობის უფლების შეჩერება განაპირობა სხვადასხვა შეფასებითმა მოსაზრებამ, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. მისი განმარტებით, ერაყის მოქალაქეებს შეუძლიათ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ. 11 იანვარს ქუთაისში აქცია გამართა ადგილობრივი სახელმწიფო უნივერსიტეტის 10-მდე ერაყელმა სტუდენტმა. მათი თქმით, ყოველგვარი განმარტების გარეშე სახელმწიფოსთვის საშიშად გამოაცხადეს, რის გამოც იძულებულნი არიან, მესამე კურსიდან შეწყვიტონ სწავლა.

XS
SM
MD
LG