Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებას აპირებს


მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა გრუევსკიმ პოსტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა, რასაც ითვალისწინებს ოპოზიციასთან შეთანხმება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. პარლამენტის თავმჯდომარე ტრაიკო ველიანოვსკიმ 15 იანვარს გამოაცხადა, რომ დაელოდება პოლიტიკურ ლიდერებთან ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის მოლაპარაკების შედეგებს, ვიდრე პარლამენტში კენჭისყრაზე გაიტანდეს პრემიერის გადადგომის საკითხს. ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოებაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანის დღეს ხვდება გრუევსკის და ოპოზიციონერ ლიდერებს შარშან ივლისში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების განხორციელებაზე მოსალაპარაკებლად. ამ შეთანხმებით, გრუევსკის კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი გაუძღვება დროებით მთავრობას 24 აპრილს ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე. მაკედონია პოლიტიკური კრიზისით არის მოცული მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მთავრობა დაადნაშაულო 20 ათასამდე ადამიანის, მათ შორის მოსამართლეების, ჟურნალისტების, უცხოელი დიპლომატების უკანონოდ მოსმენაში. მთავრობა უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG