Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში აქტიურდებიან უშიშროების ძალები მოსახლეობაში მზარდი უკმაყოფილების ფონზე


აზერბაიჯანში უშიშროების ძალები განათავსეს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ყუბის რაიონში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო მოსახლეობაში მზარდი უკმაყოფილების ფონზე. 15 იანვარს ათასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა ქალაქ ყუბის ცენტრში, ვიდრე ადგილზე ჯარისკაცები გამოჩნდებოდნენ. ყუბის რაიონის ხელმძღვანელი, იაშარ მამადოვი შეხვდა დემონსტრანტებს და მათ დაჰპირდა პრობლემებზე დიალოგის გამართვას. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, დემონსტრანტები არ დაყაბულდნენ მამადოვს და გააგრძელეს საპროტესტო აქცია, რის შემდეგაც უშიშროების ძალებმა წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. ბლოკ-პოსტებია აღმართული ყუბისაკენ მიმავალ ავტომაგისტრალებზე.

XS
SM
MD
LG