Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ


აზერბაიჯანში სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ყუბის რაიონში. დემონსტრანტებთან დაპირისპირების ფონს ქმნის მოსახლეობაში ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული მზარდი უკმაყოფილება და მიმდინარე კვირაში აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში გამართული საპროტესტო აქციები. ჩვენი რადიოს აზერბაიჯანული სამსახურის ინფორმაციით, 15 იანვარს 1000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა ქალაქ ყუბის ცენტრში, ვიდრე უშიშროების ძალები გამოჩნდებოდნენ. ყუბის რაიონის ხელმძღვანელი, იაშარ მამადოვი შეხვდა დემონსტრანტებს და მათ დაჰპირდა პრობლემებზე დიალოგის გამართვას. მაგრამ ჩვენი კორესპონდენტების ცნობით, დემონსტრანტები არ დაყაბულდნენ მამადოვს და გააგრძელეს საპროტესტო აქცია, რის შემდეგაც უშიშროების ძალებმა წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. ბლოკ-პოსტებია აღმართული ყუბისაკენ მიმავალ ავტომაგისტრალებზე.

XS
SM
MD
LG