Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში „ტერორის პროპაგანდის“ ბრალდებით დააკავეს 14 მეცნიერი


თურქეთში პოლიციამ დააკავა 14 მეცნიერი პეტიციის გამო, რომელშიც დაგმობილია სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია. საინფორმაციო სააგენტო "დოგანის" ცნობით, 15 იანვარს დაკავებული მეცნიერები სტამბოლის მახლობლად მდებარე კოჩაელის უნივერსიტეტის ლექტორები არიან. თურქეთსა და უცხოეთში მოღვაწე სულ 1200-ზე მეტმა მეცნიერმა მოაწერა ხელი დეკლარაციას: „არ გვსურს ვიყოთ მხარე ამ დანაშაულში“. პეტიციით ანკარას მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს რეგიონში ქურთებისა და სხვა ხალხების ხოცვასა და დეპორტაციას. პროკურორებმა დაიწყეს გამოძიება ხელის მომწერების მიერ „სახელმწიფოს შეურაცხყოფის“ და "ტერორის პროპაგანდის" ეჭვმიტანით. სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში ხშირია ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრ სეპარატისტებსა და თურქ ჯარისკაცებს შორის შეტაკებები მას შემდეგ, რაც შარშან ივლისში ბოლო მოეღო მხარეებს შორის ზავს.

XS
SM
MD
LG