Accessibility links

უკრაინიდან ლტოლვილებს რუსეთის დატოვებას აიძულებენ


მოსკოვის გადაწყვეტილებით, უკრაინიდან ლტოლვილთა გარკვეულმა რაოდენობამ, გასულ შემოდგომაზე შემოღებული წესების თანახმად, 1 უნდა დატოვოს თებერვლისათვის რუსეთის ტერიტორია. გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ ომის მდგომარეობაში მყოფი აღმოსავლეთ უკრაინის გარკვეული რაიონების მცხოვრები და ასევე ზოგიერთი სხვა კატეგორიის ლტოლვილებისათვის, რომლებმაც შეიტანეს განაცხადები და უკვე მიიღეს დარჩენის უფლება. უცნობია, რამდენ ადამიანს მოუწევს ბარგის ჩაბარება, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების რუსულენოვანი ტელეპროგრამა „ნამდვილი დროს“ ჟურნალისტებმა შეიტყვეს, სამხრეთ რუსეთის როსტოვის რეგიონში მცხოვრებ ლტოლვილთა უმრავლესობა შიშსა და უიმედობას განიცდის.

XS
SM
MD
LG