Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თეირანისთვის სანქციების გაუქმებამდე ირანთან ბირთვული შეთანხმების თაობაზე დასტურს მოელის


აშშ ელის ირანთან ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულების თაობაზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას იმისთვის, რომ თეირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმება გახდეს შესაძლებელი. თეთრი სახლის წარმომადგენლმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა, გვსურს დავრწმუნდეთ იმაში, ირანელები გზას ხომ არ იმოკლებენო. მისი თქმით, თუმცა ისლამური რესპუბლიკა მნიშვნელოვან წინსვლას აღწევს ივლისის შეთანხმების განხორცილების საქმეში, თეირანს სანქციებს ვერ გაუუქმებენ, სანამ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო დამოუკიდებლად არ დაადასტურებს, რომ ირანმა ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგა და შეთანხმების პირობები შეასრულა. ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა და გერმანიამ ივლისში მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ირანმა უნდა შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამარის სანაცვლოდაც, სანქციებს გაუუქმებენ.

XS
SM
MD
LG