Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: სანქციები დღეს გაუქმდება


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, თეირანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციები 16 იანვარს გაუქმდება. ვენაში მყოფმა ზარიფმა ჟურნალისტებს უთხრა, ეს მსოფლიოსთვის და რეგიონისთვის კარგი დღე იქნებაო. ვენაში შეხვედრას მართავენ ზარიფი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, ფედერიკა მოგერინი. შეხვედრაზე მსჯელობენ პროგრესზე იმ საეტაპო, საერთაშორისო ხელშეკრულების შესრულებაში, რომელიც ივლისში გაფორმდა თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის. ამ ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმების ფარგლებში ირანი დათანხმდა თავისი ბირთვული პროგრამის შეკვეცას, იმ საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, რომლებმაც დიდი დარტყმა მიაყენა მის ეკონომიკას. მოელიან, რომ 16 იანვარს გაეროს ბირთვული სააგენტო დაადასტურებს ირანის მხრიდან შეთანხმების პირობების შესრულებას. ამ სააგენტოს ანგარიში ვენაში მხარეებს საშუალებას მისცემს გამოაცხადონ, რომ ხელშეკრულება ძალაში შევიდა.

XS
SM
MD
LG