Accessibility links

logo-print

პაკისტანში დააპატიმრეს ქაშმირის გასამხედროებული ჯგუფის ლიდერი


პაკისტანმა დააპატიმრა ლიდერი აკრძალული გასამხედროებული ჯგუფისა, რომელიც ქაშმირში ათწლეულებია ებრძვის ინდოეთის მმართველობას. დაპატიმრება განხორციელდა იმ ოპერაციის ფარგლებში, რომლის სამიზნე იყვნენ მიმდინარე თვეში ინდოეთის საჰაერო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილები. ჯგუფ ჯაიშ-ე-მოჰამადის ლიდერის, მაულანა მასუდ აჟარის წინასწარ პატიმრობაში მოთავსებასთან ერთად, პაკისტანის მთავრობამ 15 იანვარს განაცხადა, რომ დახურა რამდენიმე რელიგიური სკოლა, რომელიც ჯგუფს ეკუთვნოდა. ინდოეთი ჯგუფს ბრალს სდებს 2 იანვარს თავდასხმის განხორციელებაში, რომელსაც რამდენიმე ინდოელი სამხედრო შეეწირა. პაკისტანის მიერ გადადგმული ნაბიჯები პასუხია ინდოეთის ბრალდებაზე, რომ პაკისტანი რადიკალებს მფარველობს. თავდასხმის შედეგად გაზრდილი შეშფოთების ფონზე ინდოეთმა გადადო ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება, რომელიც მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო.

XS
SM
MD
LG