Accessibility links

logo-print

ტაივანის არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება დამოუკიდებლობის მომხრე ოპოზიციური პარტია


ტაივანში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად ცხადდება დამოუკიდებლობის მომხრე ოპოზიციური პარტია. ხმების უმრავლესობა დათვლილია, ამჟამინდელი შედეგით, ტაივანის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ცაი ინვენს ხმების 50 პროცენტზე მეტი აქვს მიღებული და უსწრებს მმართველი პარტიის ლიდერს, ჩჟუ ლილუნს, რომელმაც უკვე აღიარა დამარცხება. როგორც ჩანს, ცაი ინვენი ტაივანის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება. მისი დამოუკიდებლობის მომხრე პოზიცია სავარაუდოდ დაძაბულობას მოიტანს პეკინთან ურთიერთობაში, რომელიც ტაივანს სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და მისი ხელახალი დაპყრობის შესახებ მუქარაც აქვს გამოთქმული. არჩევნებში მონაწილეობა შეეძლო 18 მილიონზე მეტ მოქალაქეს, რომელთაგან ბევრი მმართველ პარტიას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან ეკონომიკა ვერ გააუმჯობესა და მეტისმეტად დაუახლოვდა ჩინეთს.

XS
SM
MD
LG