Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტი: ბირთვული შეთანხმება ეკონომიკისთვის გარდამტეხი ეტაპია


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი მიესალმა მისი ქვეყნისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას და განაცხადა, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება თეირანს ახალ შესაძლებლობებს უხსნის მსოფლიოსთან თანამშრომლობისთვის.17 იანვარს პარლამენტში გამოსვლისას როჰანიმ ირანის ეკონომიკისთვის გარდამტეხი ეტაპი უწოდა შეთანხმებას და დასძინა, რომ ენერგიით მდიდარ ქვეყანას სჭირდება ნაკლებად დამოკიდებული გახდეს ნავთობით მოპოვებულ მოგებაზე. 16 იანვარს გაეროს ბირთვულმა სააგენტომ განაცხადა, რომ თეირანმა შეასრულა ივლისში მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც სანქციების დასასრულს ნიშნავს. ამ განცხადებას მყისიერად მოჰყვა ირანისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოხსნის პროცესის დაწყება. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ირანს გაუუქმა „ყველა ეკონომიკური და ფინანსური სანქცია, რომლებიც ბირთვულ პროგრამასთან იყო დაკავშირებული.“ ვაშინგტონმა ოფიციალურად მოხსნა საბანკო, ფოლადის, გზავნილების და სხვა სფეროებში მოქმედი სანქციები. ამავე დროს, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან პატიმრების გაცვლის ოპერაციის ფარგლებში გაათავისუფლა ხუთი ამერიკელი, მათ შორის ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტი ჯეისონ რეზაიანი.

XS
SM
MD
LG