Accessibility links

logo-print

გაეროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით ესაჭიროება ყოველწლიური 15 მილიარდი დოლარი


გაეროს მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიომ ყოველწლიურად დამატებით 15 მილიარდი დოლარი უნდა დახარჯოს საიმისოდ, რომ დახმარება გაეწიოს კონფლიქტების და სტიქიური უბედურებების მსხვერპლთ. ანგარიშში, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი 17 იანვარს დუბაიში წარადგენს, გაეროს მკვლევართა ჯგუფი წერს, რომ მსოფლიო ამჟამად 25 მილიარდ დოლარს ხარჯავს ყოველწლიურად, რაც 12-ჯერ აჭარბებს 15 წლის წინანდელ მონაცემს. კვლევაში განხილულია ჰუმანიტარული დაფინანსების გაზრდის სავარაუდო გზები, მათ შორის დამატებითი გადასახადი ფეხბურთის მატჩების და კონცერტების ბილეთებზე, რომელსაც მყიდველი სურვილისამებრ გადაიხდის. კვლევაში ასევე გამოთქმულია მოწოდება გაიზარდოს დონორი ქვეყნების სია და აღნიშნულია, რომ ამჟამად მთელი საჯარო ჰუმანიტარული დახმარების დაახლოებით ორი მესამედი მხოლოდ ხუთ ქვეყანაზე მოდის.

XS
SM
MD
LG