Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა რაკეტების გამო


აშშ-მა გამოაცხადა, რომ ახალი სანქციები დაუწესდა იმ ირანულ კომპანიებს და პირებს, რომლებსაც ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასთან აქვთ კავშირი - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ირანს მოუხსნეს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციები. ახალი სანქციები დაუწესდა ირანის ხუთ მოქალაქეს და კომპანიების ქსელს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ჩინეთშია დაფუძნებული. გაეროს ექსპერტებმა დეკემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადეს, რომ თეირანის მიერ ოქტომბერში საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გაშვება წარმოადგენდა ირანისთვის დაწესებული აკრძალვის დარღვევას. სააგენტო „როიტერსი“ საკითხში გარკვეულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამ სანქციების დაწესება ორი კვირით გადადო, სანამ მიმდინარეობდა დაძაბული მოლაპარაკება ხუთი ამერიკელი პატიმრის გათავისუფლების თაობაზე.

XS
SM
MD
LG