Accessibility links

logo-print

აკაკი მინაშვილი: სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება ხდება პოლიტიკური საქმიანობისთვის


„საქართველოში 1993 წლის შემდეგ პირველად მოხდა პროკურორის მკვლელობა, რაც ადასტურებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ჩამოშლილია და სერიოზულ ზიანს აყენებს მოქალაქეების უსაფრთხოებას“ - ამის შესახებ თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ აკაკი მინაშვილმა. მისი შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება ხდება არა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, არამედ პოლიტიკური საქმიანობისთვის და მათი რესურსი მიმართულია პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების წინააღმდეგ. „ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია 2016 წელს ხელისუფლების წასვლა“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.

XS
SM
MD
LG