Accessibility links

logo-print

თურქეთმა დააკავა 12 იანვრის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილები


თურქეთის სასამართლომ დაპატიმრა ათი სირიელი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სტამბოლში გასულ კვირაში მოწყობილ ტერაქტთან კავშირში. სტამბოლში, ტურისტულ უბან, სულთანაჰმედში მომხდარ ტერაქტს 12 იანვარს 10 გერმანელი ტურისტი ემსხვერპლა, 17 დაშავდა. ათი სირიელს ბრალად წაუყენეს ექსტრემისტულ გაერთიანებასთან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი და ისინი ციხეში დატოვეს. სხვა ექვსი დაკავებული გაუშვეს გირაოს სანაცვლოდ. პასუხიმგებლობა მომხდარისთვის არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG