Accessibility links

logo-print

ავღანეთი „ყველა თალიბს“ მოუწოდებს შეუერთდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს


ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სალაჰუდინ რაბანიმ 18 იანვარს მოუწოდა თალიბანის ყველა ფრაქციას, შეუერთდნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობასთან, თორემ, სხვა შემთხვევაში, ისინი იქნებიან გარიყული და ჩამოშორებული ყველა სამომავლო შეთანხმებისგან. შეხვედრის დაწყებისას, რომელშიც ოთხი ქვეყნის, ავღანეთის, პაკისტანის, ჩინეთის და აშშ-ის წარმომადგენელები მონაწილეობენ, და რომელზეც სამშვიდობო შეთანხმების საგზაო რუკა უნდა შეიმუშაონ, რაბანიმ თქვა, რომ სურს ყველა თალიბი შეუერთდეს მოლაპარაკებას.

XS
SM
MD
LG