Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის თავდასხმებთან კავშირის ეჭვით მაროკოში დააკავეს ბელგიის მოქალაქე


მაროკოს ოფიციალურ პირთა ცნობით, დააკავეს წარმოშობით მაროკოელი ბელგიის მოქალაქე, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული იმ პირებთან, ვინც გარეული იყო ნოემბერში, პარიზში მოწყობილ ტერორისტულ აქტებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, 15 იანვარს, კასაბლანკაში დაკავებული პირი, სირიაში მოგზაურობდა და შეუერთდა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“. 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ თავდასხმებს 130 ადამიანი ემსხვერპლა, 350 დაშავდა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა „ისლამურმა სახელმწიფომ“.

XS
SM
MD
LG