Accessibility links

სომხეთში განახლდა მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედროს სასამართლო


სასამართლო პროცესი, რომელზეც სომხური ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობის საქმეს განიხილავენ, განახლდა სომხეთის ქალაქ გიუმრიში, რუსეთის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც სამხედრო სამსახურს გადიოდა ეჭვმიტანილი, რიგითი ვალერი პერმიაკოვი. რუსი სამხედრო ეჭვმიტანილია ერთი ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობაში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს. ცხრამეტი წლის რუს სამხედროს, ვალერი პერმიაკოვს, ბრალად ედება 2015 წლის იანვარში, ცეცხლსასროლი იარაღით ავეტისიანების ოჯახის დახოცვა. დაიღუპნენ ორივე მშობელი და ოჯახის კიდევ ხუთი წევრი, 6 თვის ბავშვის ჩათვლით. მოსამართლემ 18 იანვარს უარყო დაცვის მხარის შუამავლობა, სასამართლო ბაზიდან გადაეტანათ. მოსამართლის თქმით, სასამართლოს სხვაგან გამართვისთვის საფუძველი არ არსებობს.

XS
SM
MD
LG