Accessibility links

logo-print

საქართველოში ღირსების ორდენით დააჯილდოვეს ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა გამოჩენილი ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფუკუიამას ორდენი მიენიჭა დემოკრატიის განვითარებისა და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ფრენსის ფუკუიამა საქართველოში იმყოფება ლიდერთა განვითარების აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით და, ცნობების თანახმად, უხელმძღვანელებს ლიდერთა განვითარების კურსს. „აქ იმისთვის ვარ, რომ ვასწავლო პროგრამა, სახელწოდებით „ლიდერთა განვითარების აკადემია“. ის გულისხმობს სასწავლო კურსს საჯარო მოხელეებისთვის, პოლიტიკური რეფორმის გატარებას კერძო სექტორის წასახალისებლად. მოხარული ვარ, რომ კვლავდავბრუნდი საქართველოში,რადგან ვფიქრობ, ეს ის ქვეყანაა, რომელმაც დემოკრატიისა და მთავრობის მშენებლობა უფრო ქმედითი გახადა, ვიდრე ბევრმა სხვამ ამ რეგიონში“, განაცხადა ფუკუიამამ. „ლიდერთა განვითარების აკადემიის“ ფარგლებში, კონკურსის გზით, საქართველოდან და მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებიდან შეირჩა 30 მონაწილე. ისინი ბიზნესის, სამოქალაქო და საჯარო სფეროებში დასაქმებული ხელმძღვანელი პირები არიან. ფუკუიამამ სახელი გაითქვა 1992 წელს გამოცემული წიგნით „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“.

XS
SM
MD
LG