Accessibility links

logo-print

პოლონეთი საჭიროდ მიიჩნევს ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ნატოს მოუწოდებს აღმოსავლეთ ევროპაში მნიშვნელოვანი რაოდენობის სამხედროებისა და სამხედრო აღჭურვილობის განთავსებისაკენ აგრესიულად მოქმედი რუსეთისაგან პოლონეთისა და, მთლიანად, რეგიონის დასაცავად. ამ მოწოდებით დუდა გამოვიდა 18 იანვარს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს. პოლონეთი წელს ივლისში უმასპინძლებს ნატოს სამიტს და დუდამ მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ სამიტის მონაწილეებმა გადაწყვიტონ პოლონეთში ნატოს ჯარების გრძელვადიანი განთავსება. დუდას არ დაუკონკრეტებია, რამდენი სამხედრო მოსამსახურე და რა მოცულობის სამხედრო აღჭურვილობის განთავსებას მოელის. მაგრამ, მისივე თქმით, ორივე საკმარისი უნდა იღოს ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის უშიშროების უზრუნველსაყოფად. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პოლონეთი არ დარჩება იმედგაცრუებული სამიტის შედეგებით.

XS
SM
MD
LG