Accessibility links

logo-print

გიორგი ქადაგიძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველსავე სხდომაზე მოახერხებს გამოსვლას წლიური მოხსენებით


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს იმედი აქვს, რომ წლიური მოხსენებით პარლამენტში მის გამოსვლას ბიურო საგაზაფხულო სესიის პირველსავე სხდომაზე დაგეგმავს. „მით უმეტეს, ეს არის ბოლო ანგარიში ჩემთვის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის რანგში და კარგი იქნება, თუ საშუალება მომეცემა ვისაუბრო ყველა იმ გამოწვევაზე, რაც გავიარეთ," - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ქადაგიძემ. მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილება წელს თებერვალში ეწურება. საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს მუშაობა ისე დაასრულა, რომ არც ეროვნული ბანკის და არც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები არ მოუსმენია. შესაბამისად, დაირღვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

XS
SM
MD
LG