Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში პრემიერ-მინისტრი გადადგა ოპოზიციასთან შეთანხმების საფუძველზე


მაკედონიის პარლამენტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის, ნიკოლა გრუევსკის გადადგომა და მხარი დაუჭირა პარლამენტის დათხოვნას 24 თებერვალს. პრემიერ-მინიტრი გადადგა მმართველ კოალიციასა და ოპოზიციურ სოციალ-დემოკრატიულ კავშირს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას 24 აპრილისთვის დანიშნულ ვადამდელ არჩევნებამდე შეასრულებს გადამდგარი პრემიერ-მინისტრის თანაპარტიელი, ემილ დიმიტრიევი. მაგრამ სოციალ-დემოკრატები აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, თუ მაკედონიაში პრესა თავისუფალი იქნება და განახლდება რეგისტრირებული ამომრჩევლების სია. მაკედონია შარშან პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ გრუევსკის მთავრობა დაადანაშაულა 20 ათასზე მეტი ადამიანის საუბრების უკანონოდ მოსმენაში.

XS
SM
MD
LG