Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონია მნიშვნელოვნად მიიჩნევს რუსეთის როლს სირიისა და ჩრდილოეთ კორეის პრობლემების მოსაგვარებლად


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფუმიო კიშიდას განცხადებით, იაპონია განაგრძობს რუსეთთან მოლაპარაკებას მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას არ დაუდია სამშვიდობო შეთანხმება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მინისტრის თქმით, მოსკოვს საკვანძო მნიშვნელობა აქვს სირიასთან და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე მუშაობისას. როგორც კიშიდამ ტოკიოში გამოსვლის დროს აღნიშნა, იაპონიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულების გარშემო ტერიტორიული დავის გამო, ტოკიომ და მოსკოვმა ჯერაც ვერ შეძლეს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, მაგრამ დიპლომატიური დიალოგი აუცილებელია და მხარეები მუშაობენ წელს ორი ქვეყნის ლიდერების სამიტის ჩასატარებლად.

XS
SM
MD
LG