Accessibility links

logo-print

პაკისტანელმა თალიბებმა აიღეს პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელმაც 11 ადამიანი იმსხვერპლა


პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქ ფეშავართან პოლიციის ბლოკპოსტზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 11 და დაიჭრა 20 ადამიანი. აფეთქება მოეწყო ფეშავარიდან ხიბერის უღელტეხილისა და მეზობელი ავღანეთისაკენ მიმვალ გზაზე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანელი თალიბების ჯგუფმა, ტეჰრიკ-ე-თალიბანმა. ფეშავარის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან სამოქალაქო პირებიც, მათ შორის ერთი ბავშვი. ამავე წყაროს ცნობით, თავდასხმა, როგორც ჩანს თვითმკვლელმა მოაწყო იმ მომენტში, როცა ბლოკ-პოსტზე მივიდა ადგილობრივი პოლიციის უფროსი. სხვა წყაროები იუწყებიან, რომ დაღუპულებს შორის არის პოლიციის უფროსიც.

XS
SM
MD
LG