Accessibility links

logo-print

ცნობილი ადვოკატი ამალ კლუნი მზად არის დაიცვას ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა


ცნობილი ადვოკატი, ამალ კლუნი მზად არის დაიცვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვის ინტერესები ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. ცნობების თანახმად, ისმაილოვა, რომელიც ჩვენი რადიოს შტატგარეშე თანამშრომელია, და მისი ადვოკატი განიხილავენ კლუნის წინადადებას. ამალ კლუნი არის ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯორჯ კლუნის, მეღულე და სპეციალიზებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე. ბოლო წლებში ის მუშაობდა გახმაურებულ საქმეებზე, მაგალითად ეგვიპტესა და სომხეთში - იცავდა პატიმრებს, რომელთა სამართლებრივ დევნასაც უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ხადიჯა ისმაილოვას აზერბაიჯანში შარშან მიუსაჯეს 7,5 წლით პატიმრობა, რასაც უფლებადამცველები მიიჩნევენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესებზე გამოქვეყნებული მასალებისათვის.

XS
SM
MD
LG