Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღორის გრიპმა“ პეტერბურგში ხუთი ადამიანი იმსხვერპლა


„ღორის გრიპად“ წოდებულმა დაავადებამ რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რუსეთის ჯანდაცვის უწყების თანახმად, სიდიდით მეორე ქალაქ პეტერბურგში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა „H1N1“ ვირუსით. ამ დაავადების სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს 310 პირი. ამ დაავადების მსხვერპლის შესახებ იტყობინებიან რუსეთის სხვა ქალაქებიდანაც. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, უკრაინაში „ღორის გრიპმა“ იმსხვერპლა 51 ადამიანი, სომხეთში კი, 16. ყაზახეთმა გაავრცელა ცნობა „H1N1“ ვირუსით თავისი ერთი მოქალაქის სიკვდილის შესახებ.

XS
SM
MD
LG