Accessibility links

logo-print

პაკისტანში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა უნივერსიტეტზე თავდასხმისას


პაკისტანის პოლიციის ცნობით, სულ ცოტა, 21 ადამიანი დაიღუპა ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში უნივერსიტეტზე თალიბანის თავდასხმის შედეგად. დაღუპულებს შორის სტუდენტებიც არიან. პოლიცია იუწყება, რომ უკვე დასრულდა ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ. ოპერაციის შემდეგ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა გაავრცელა განცხადება, რომ მის მთავრობას „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი" ქვეყანაში ტერორიზმის განადგურება. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული სტუდენტების უმრავლესობა მოკლეს პროვინციის დედაქალაქ ფეშავარიდან 17-მდე კილომეტრში მდებარე ბაჩა ხანის უნივერსიტეტის ინტერნატში. პაკისტანის არმიის ცნობით, მოკლულია ოთხი შეიარაღებული პირი. ბრძოლისას, რომელიც დილაუთენია დაიწყო, როცა ექსტრემისტებმა ცეცხლი გაუხსნეს სტუდენტებს და პედაგოგებს,უნივერსიტეტში ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანელი თალიბების ჯგუფმა, თეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა.

XS
SM
MD
LG