Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგით 62-ე შეხვედრა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს სოფელ ქერეს მკვიდრი, 23 წლის ლევან ლაფაჩი, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი დღის წინ დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ ერგნეთში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გასული ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან დააკავეს 11 მშვიდობიანი მოქალაქე. ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, იანვარში დაკავებული ყველა პირი გათავისუფლებულია და ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის შარშან დაკავებული ორი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

XS
SM
MD
LG