Accessibility links

logo-print

ვენაში გაიმართება კახა კალაძის მორიგი შეხვედრა „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან


დღეს ვენაში გაიმართება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის მორიგი შეხვედრა კომპანია „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან. „მაქსიმალურად შევეცდებით ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და დარგისთვის იქნება მისაღები და მნიშვნელოვანი“ - განუცხადა 19 იანვარს საღამოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს კახა კალაძემ. მისი ინფორმაციით, ქართული მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება „გაზპრომის“ მოთხოვნას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაიხადოს, თუმცა, რუსეთის კომპანიამ პირდაპირ მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთის გაზმომარაგებას არა საქართველოს, არამედ ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან 20 იანვარს დაგეგმილი მოლაპარაკების შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

XS
SM
MD
LG