Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარა პეილინი მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ის პრეზიდენტობის მსურველ დონალდ ტრამპს


ალასკის შტატის ყოფილი გუბერნატორი სარა პეილინი მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად დასახელების მსურველ დონალდ ტრამპს, რომელსაც ყველა კონკურენტზე უფრო ძლიერი პოზიცია აქვს. თავად სარა პეილინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი იყო 2008 წელს. პეილინმა 19 იანვარს გამოაცხადა დონალ ტრამპის მიმართ მხარდაჭერის შესახებ და იმავე დღეს მონაწილეობა მიიღო აიოვას შტატში ტრამპის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში. პეილინის თქმით, დონალდ ტრამპი მზად არის, ამერიკელ ჯარისკაცებს გაანადგურებინოს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“. თავის მხრივ, ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია სარა პეილინისაგან მხარდაჭერის მიღება. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ბარაკ ობამამ დაამარცხა რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი, რომლის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატადაც იყო დასახელებული სარა პეილინი.

XS
SM
MD
LG