Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეხვედრას სთავაზობს გიორგი კვირიკაშვილს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შეხვედრას სთავაზობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სურს პრემიერს გააცნოს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად პარტიის მიერ მომზადებული გეგმა. დავით ბაქრაძის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში უმცირესობასთან შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, განეხილა ოპოზიციის ანტიკრიზისული გეგმა. „თუ მისი სიტყვები იყო რეალური განზრახვა და არა სიტყვები სიტყვებისთვის, ვადასტურებთ, რომ მზად ვართ ასეთი შეხვედრისა და საქმიანი დიალოგისთვის და მზად ვართ, ხელისუფლებას გადავცეთ გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ათიათასობით ოჯახის მდგომარეობა" - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

XS
SM
MD
LG