Accessibility links

logo-print

რუსეთმა 2035 წლამდე გადადო მთვარის კოსმოსური მისიის გეგმა


რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსი“ აცხადებს, რომ ქვეყნის "ეკონომიკური მდგომარეობის" გამო 2030 წლის ნაცვლად 2035 წელს შეეცდება მთვარეზე კოსმოსური მისიის გაგზავნას. ფედერალური კოსმოსური პროგრამის პროექტით, რომელიც დღეს წარმოადგინა „როსკოსმოსმა“, პროექტის ახალი ბიუჯეტი 1,4 ტრილიონი რუბლით (17,7 მილიარდი დოლარით) განისაზღვრება. აქამდე გეგმა ითვალისწინებდა 2 ტრილიონ რუბლს (25,3 მილიარდ დოლარს) 2030 წელს მთვარეზე კოსმონავტების გასაგზავნად. რუსეთი აშენებს „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომს შორეულ აღმოსავლეთში, მაგრამ პროექტს დიდი ხანია ახლავს კორუფციის ბრალდებები. 2015 წელს მშენებლობაზე დასაქმებულებმა გაფიცვა გამოაცხადეს გადაუხდელი ხელფასების გამო და ანაზღაურება მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც პირდაპირ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართეს დახმარების თხოვნით.

XS
SM
MD
LG