Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა. ნაზარბაევის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა 20 მარტისთვის დანიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. პარლამენტმა 13 იანვარს სთხოვა ნაზარბაევს თავისივე დათხოვნა, რაც კანონმდებლებს აუცილებლად მიაჩნიათ ყაზახეთში ეკონომიკურ დაღმასვლასთან დაკავშირებულ „ახალ გამოწვევებთან“ გასამკლავებლად. ყაზახეთის ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება და ეკონომიკური დაღმასვლა მეზობელ რუსეთში. ყაზახეთის პარლამენტის მუშაობის ამჟამინდელი ვადა წელს შემოდგომაზე ამოიწურებოდა.

XS
SM
MD
LG