Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა


მოლდავეთის პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა პაველ ფილიპის ხელმძღვანელობით და ამ ნაბიჯით ბოლო მოუღო რამდენიმეთვიან პოლიტიკურ კრიზისს. 101-ადგილიან პარლამენტში 57 დეპუტატმა დაუჭირა მხარი პროდასავლური კურსის მომხრე მინისტრთა კაბინეტს, რომელიც კანონმდებლებს 49 წლის პაველ ფილიპმა წარუდგინა. ფილიპი მმართველი დემოკრატიული პარტიის წევრია და 2011 წლიდან მოყოლებული ტელეკომუნიკაციის მინისტრად მუშაობდა რამდენიმე მთავრობის შემადგენლობაში. მოლდავეთი ოქტომბრიდან იყო მოცული პოლიტიკური კრიზისით - მას შემდეგ, რაც მთავრობა გადადგა კორუფციული სკანდალის გამო. დღევანდელი კენჭისყრა ჩატარდა უშიშროების მკაცრი ზომების ფონზე. ასობით პოლიციელი იცავდა პარლამენტის შენობას დემონსტრანტებისაგან, რომლებიც ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები არიან პრორუსული კურსის მომხრე ჯგუფები, თუმცა დემონსტრანტებს შორის არის პროევროპული საპროტესტო მოძრაობაც, რომელიც შიშობს, რომ მოლდავეთის ახალი მთავრობა არსებითად არ შეცვლის კორუფციულ მმართველობას.

XS
SM
MD
LG