Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკის სამინისტრო: „გაზპრომთან“ მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა


საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ვენაში ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა „გაზპრომის“ წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის. „მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა და გრძელდება სამუშაო პროცესი მხარეებისათვის მისაღები პირობების შეთანხმების მიზნით” - ვკითხულობთ განცხადებაში. „მაქსიმალურად შევეცდებით ჩამოვიტანოთ ის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და დარგისთვის იქნება მისაღები და მნიშვნელოვანი“ - განუცხადა 19 იანვარს საღამოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ. მისი ინფორმაციით, ქართული მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება „გაზპრომის“ მოთხოვნას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული გაზის საფასური არა ნედლეულის სახით, არამედ თანხით გადაიხადოს, თუმცა, რუსეთის კომპანიამ პირდაპირ მიუთითა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთის გაზმომარაგებას არა საქართველოს, არამედ ირანის მეშვეობით უზრუნველყოფს. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან 20 იანვარს დაგეგმილი მოლაპარაკების შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიდა.

XS
SM
MD
LG