Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტმა იმსჯელა საქართველოსთან გაფორმებულ შეთანხმებებზე ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ


ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ეხება საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდავეთთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხს. დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ევროკომისიის დადებით შეფასებებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე და აქვს მოლოდინი, რომ საბჭო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გადაწყვეტილებას არ შეაყოვნებენ. ევროპარლამენტმა გუშინ იმსჯელა საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე. დღეს, 21 იანვარს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს უყრის კენჭს.

XS
SM
MD
LG