Accessibility links

logo-print

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში ტონი ბლერს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტონი ბლერს შეხვდა, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრის მთავარი თემები იყო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები. ტონი ბლერი დაინტერესდა განათლების სისტემის რეფორმით, ასევე "ღია მმართველობის პარტნიორობის" მიმდინარეობით, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების საკითხსაც. "ტონი ბლერი მზად არის საქართველოს მთავრობას გარკვეული რჩევები ამ მიმართულებითაც მისცეს. გიორგი კვირიკაშვილმა და ტონი ბლერმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

XS
SM
MD
LG