Accessibility links

logo-print

გრიპის ვირუსის გამო ხუთი ჯარისკაცი იმყოფება საავადმყოფოში


გრიპის ვირუსის გამო ხუთი ჯარისკაცი იმყოფება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. კლინიკის ექიმებმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯარისკაცები H1N1 ვირუსით არიან ინფიცირებული. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ პირადად გააკონტროლებს სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის საკითხს. საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან გამართულ ვიდეოთათბირზე თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსის გამო პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, თუმცა პრობლემების თავიდან ასაცილებლად სიტუაცია მაქსიმალურად უნდა გაკონტროლდეს.

XS
SM
MD
LG