Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქონება დაუყადაღა კოვტუნს და ლუგოვოის


ბრიტანეთის გამოძიებამ დაასკვნა, რომ რუსეთის მთავრობა იდგა 2006 წელს, რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის უკან და ეს მკვლელობა „სავარაუდოდ ნებადართული იყო“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან. ბრიტანელი მოსამართლის, რობერტ ოუენის დასკვნის თანახმად, „დიდი ალბათობით“ ლიტვინენკო მოკლეს რუსეთის მოქალაქეებმა, დმიტრი კოვტუნმა და ანდრეი ლუგოვოიმ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით. განცხადების გავრცელებიდან მალე ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტერეზა მეიმ გამოაცხადა, რომ კოვტუნის და ლუგოვოის ქონება დაყადაღებულია. მისი თქმით, ბრიტანეთმა წერილით მიმართა ნატოელ და ევროკავშირელ პარტნიორებს შემოღებულ იქნას პოლიტიკა, რომელიც არ დაუშვებს მსგავს მკვლელობებს მომავალში. მეიმ დასძინა, რომ რუსეთის ელჩს გამოიძახებენ და გააცნობენ ლონდონის უკმაყოფილებას იმის თაობაზე, რომ მოსკოვი არ თანამშრომლობს გამოძიების პროცესში. ტერეზა მეის თქმით, გამოძიების დასკვნა „ღრმად შემაშფოთებელია“ და წარმოადგენს „საერთაშორისო კანონის და ცივილიზებული ქცევის ღია და მიუღებელ დარღვევას“. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიტანეთში წარმოებულ გამოძიებას უწოდა გაუმჭვირვალე და დასძინა, რომ მოსკოვი უფრო სრულფასოვან პასუხს გაავრცელებს 300 გვერდიანი ანგარიშის შესწავლის შემდეგ. ლიტვინენკოს ქვრივმა, მარინა ლიტვინენკომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ძალიან კმაყოფილია“ ანგარიშით და რომ ის ადასტურებს მისი ქმრის მიერ სასიკვდილო სარეცელზე გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი მკვლელობა პუტინის მიერ იყო შეკვეთილი.

XS
SM
MD
LG