Accessibility links

მოლდავეთში მეორე დღეა ათასობით ადამიანი აპროტესტებს ახალ მთავრობას


მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში ათასობით ადამიანი მეორე დღეა განაგრძობს ანტი-სამთავრობო დემონსტრაციას. ერთი დღით ადრე დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობაზე განახორციელეს შტურმი, მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა დაამტკიცეს ახალი, პროევროპული მთავრობა. 21 იანვარს 7000-მდე პირმა მოიყარა თავი სამთავრობო და პარლამენტის შენობების წინ და პროტესტი გამოხატა ახლადდამტკიცებული პრემიერ-მინისტრის, პაველ ფილიპის და მისი მინისტრთა კაბინეტის მიმართ, რომლებიც პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტის ოფიციალურად 20 იანვარს გვიან წარუდგინეს. დემონსტრანტები ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. 20 იანვარს ათობით დემონსტრანტმა განახორციელა შტურმი პარლამენტის შესასვლელზე, მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს პაველ ფილიპი, მმართველი დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე. დემონსტრანტებს შენობის სიღრმეში შესვლის საშუალება არ მისცა პოლიციის სპეცრაზმმა. დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები. წინა მთავრობა, რომელსაც ვალერიუ სტრელეტი ხელმძღვანელობდა, 2015 წლის ოქტომბერში გადააყენეს, საბანკო სკანდალის ფონზე. მას შემდეგ უშედეგოდ დასრულდა ახალი პრემიერ მინისტრის დასახელების ორი მცდელობა.

XS
SM
MD
LG