Accessibility links

სალომე ასათიანის ინტერVIEW მალხაზ წერეთელთან


ჭიათურაში მადნის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ოთხი თვით აჩერებს საქმიანობას. რა ელის კომპანიაში მომუშავე 3700-მდე პირს? რას გეგმავს სახელმწიფო შექმნილ ვითარებასთან მიმართებით? ზოგადად, რა ზომებს მიმართავს ხელისუფლება იმ ფონზე, როცა მისი მოქალაქეები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო, უმძიმეს პირობებში აგრძელებენ მუშაობას? პროფკავშირების ინფორმაციით, მხოლოდ 2012 წლის შემდეგ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მშენებლობის, მეტალურგიის, მრეწველობის, სამთო მოპოვების და სხვა დარგებში მუშაობის დროს. გადაცემაში საუბარია ეკოლოგიურ პრობლემებზეც. არსებული მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში გარემოსთვის მიყენებული ზარალი შეადგენდა დაახლოებით 327 მილიონ ლარს და ამ ზარალის 90%-მდე ჭიათურის მუნიციპალიტეტზე მოდის. გადაცემის სტუმარია მალხაზ წერეთელი - პარლამენტარი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრი.

XS
SM
MD
LG